• რეკლამა
  • კონტაქტი
18:26, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

2020-მა წელმა აჩვენა, რომ ეკონომიკა მხოლოდ ტურიზმზე არ უნდა იდგეს – საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი

ალია ავტორი - ალია
14:53 06-05-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

“2020-მა წელმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით აჩვენა, რომ ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყნებისთვის პრინციპული და მნიშვნელოვანია მაქსიმალურად დივერსიფიცირებულები იყვნენ და მათი ეკონომიკა მხოლოდ ტურიზმზე არ იდგეს” – ამის შესახებ საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ “საქმიან დილაში” საუბრისას განაცხადა.

“როდესაც ტურიზმზეა საუბარი, ყურადღება არაპირდაპირ ექსპორტსაც უნდა მიექცეს. აქვე გასათვალისწინებელია ის პროდუქტებიც, რომელიც შესაძლებელია ადგილზე იწარმოება და ტურიზმის მაჩვენებლებს საკმაოდ წონის, თუმცა მისი გაყიდვები სწორედ ტურიზმზეა დამოკიდებული, ხოლო როდესაც ტურიზმი შემცირდა, ეს პროდუქტებიც ავტომატურად ჩამოიშალა” – განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა, ასევე საექსპორტო ბაზრებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კრიზისმა მოცემულობა აქაც შეცვალა.

“ექსპორტის ნაწილში ავტომობილების რეექსპორტი უნდა გამოვყოთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნიდან ნედლეულის ექსპორტი ხდება, თუმცა მის გადამუშავებაზეც უნდა ვიფიქროთ. მსოფლიო მასშტაბით ახალი გადანაწილებაა საექსპორტო და საიმპორტო პროდუქციაში. კრიზისმა აჩვენა, რომ ქვეყანა შედარებით იაფიანი პროდუქციის მოხმარებაზე გადადის და პროდუქციის შემოტანა იაფი საიმპორტო ქვეყნებიდან ხდება. მაგალითისთვის თურქეთს მოვიყვან, სადაც ლირის გაუფასურებამ პრინციპულად ქვეყნის ექსპორტი მაქსიმალურად დაასტიმულირა და ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტი სწორედ თურქეთიდან განხორციელდა. ასევე მნიშვნელოვანია ელექტროენერგიის იმპორტი ქვეყანაში, რომელიც მზარდია. აქ ენერგოდამოუკიდებლობის თვალსაზრისით არა მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში, არამედ ეკონომიკურ ჭრილშიც უნდა ვისაუბროთ” – აღნიშნა ძნელაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved