სცენარისტი ქეთი დევდარიანი სოციალურ ქსელში წერს:
„2012 წლის 30 სექტემბერს “რაფალიანცობა” რომ დადგეს ქოცებმა, პრინციპში მაშინვე ეტყობოდათ, რომ : არც სულ ტყუილად ადამიანების გამყიდველ-მოღალატეობაში დადანაშაულება გაუჭირდებოდათ, არც მერე მათი ციხეში ჩაყრა, იმიტომ, რომ წინასაარჩევნოდ “გარეჯი საქართველოა” დაეწერათ. არც იმის თქმა, ჩვენ რომ თვალებს ვთხრით მომიტინგეებს, ეს სხვაა და შვიდი ნოემბერი სულ სხვაო. არც ყველას მოსმენა, გადაღება და დაშანტაჟება. არც 10 000 სიკვდილზე პასუხისმგებლობის მოხსნა და ხელების დაბანა.ხოდა, დღეს რომ მოშიმშილეებს დასცინის ეს მთავრობა, არც ეს მგონია მათი შესაძლებლობების ზედა ზღვარი.“
კომენტარები