• რეკლამა
  • კონტაქტი
00:18, ოთხშაბათი, 8 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

2008 წლის ომის შემდეგ, საქართველოს 6 წლის მანძილზე ნატოს არცერთი ქვეყანა იარაღს არ აძლევდა, „ნაცმოძრაობა” ამას მალავდა – შალვა პაპუაშვილი

ალია ავტორი - ალია
12:14 07-12-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
207

როდესაც ნატოს ჯარები ავღანეთიდან გამოდიოდნენ, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო ამ ჯარების სწრაფი გამოყვანა ავღანეთიდან, მაშინ საქართველომ გადამწყვეტი როლი შეასრულა. სამწუხაროა, რომ გარკვეული პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ხდება ასეთი გადაწყვეტილებების მიღება, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა ევროკავშირის გადაწყვეტილებას, გაყინონ 30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის იგეგმებოდა.

„ქართულმა ჯარმა პარტნიორებთან ერთად არაერთხელ ისახელა თავი სხვადასხვა ცხელ წერტილში. მაშინ როდესაც ნატოს წევრი ქვეყნების უმრავლესობა იყო წარმოდგენილი რამდენიმე ათეულით, ან რამდენიმე ჯარისკაცით ავღანეთში, საქართველოს თავდაცვის ძალები აშშ-ს, გერმანიის და იტალიის შემდეგ, ავღანეთში თავისი შემდგენლობით იყო მეოთხე და ასრულებდნენ ურთულეს მისისებს. მაშინ როდესაც ნატოს ჯარები ავღანეთიდან გამოდიოდნენ, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო ამ ჯარების სწრაფი გამოყვანა ავღანეთიდან, მაშინ საქართველომ გადამწყვეტი როლი შეასრულა. სამწუხაროა, რომ გარკვეული პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ხდება ასეთი გადაწყვეტილებების მიღება. თავდაცვის ძალები უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ინტერესის სფეროა და ეს ფაქტიც კიდევე ერთხელ ადასტურებს, რომ სახელმწიფომ თავად უნდა იზრუნოს საკუთარი ქვეყნის მშვიდობაზე და თავდაცვისუნარიანობაზე და ესეც ჩვენთვის გარკვეული გაკვეთილი და გამოცდილებაა. 2008 წელს, როდესაც ჩვენთვის დამანგრეველი ომი იყო, ამ ომის შემდეგ ომგამოვლილ ქვეყანას 6 წელი ნატოს არცერთი ქვეყანა იარაღს არ აძლევდა. არათუ ჩუქნიდა, მოყიდვაზეც კი აკრძალვა ჰქონდათ. იმ დროს „ნაციონალური მოძრაობა” ამას მალავდა და საზოგადოებამ არ იცოდა, რომ ომგამოვლილი ქვეყანა სანქციის ქვეშ იყო. ეს ი ფონზე, როდესაც აგვისტოს ომის შემდეგ დაღუპული მოქალაქეების წლისთავიც არ იყო გასული, როდესაც 6 თვის თავზე რუსეთთან გადატვირთვა გამოცხადდა. 2010 წლის მაისში წითელ მოედანზე ამერიკელი, ბრიტანელი, ფრანგი, უკრაინელი და მოლდოველი ჯარისკაცები აღლუმს აბარებდნენ რუსეთის პრეზიდენტს. ჩვენ ამ ყველაფერზე უნდა დავფიქრდეთ ხოლმე და ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ არავინ საკუთარი ქვეყნების ინტერესზე მაღლა არაფერი არ უნდა დააყენოს”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია

12:55 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved