• რეკლამა
  • კონტაქტი
11:39, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 14 წელი გავიდა

ალია ავტორი - ალია
10:16 11-07-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 14 წელი გავიდა. 14 წლის წინ, ამ დღეს, გამთენიისას, სამართალდამცველებმა თავისუფლების მოედანზე მცირერიცხოვანი აქციის დარბევა დაიწყეს. ამის მიუხედავად, მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე შეკრებას აგრძელებდნენ.

ვითარების დაძაბვიდან მალევე სპეცდანიშნულების რაზმი გამოჩნდა. სამართალდამცავებმა წყლის ჭავლით, რეზინის ტყვიებითა და ხელკეტებით, მომიტინგეების დარბევა დაიწყეს. ადგილზე ვითარებას „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელი ლიდერები აკონტროლებდნენ.

დღის მეორე ნახევარში აქციის მონაწილეებმა რიყეზე გადაინაცვლეს, პარალელურად, შსს-მ ოპოზიციური ლიდერების სატელეფონო საუბრები გამოაქვეყნა. ჩანაწერების გავრცელებიდან მალევე, რიყის აქციის დარბევა დაიწყო.

2007 წლის 7 ნოემბერს, დღის ბოლოს, სპეცრაზმი ტელეკომპანია „იმედში“ შეიჭრა. დალეწეს აპარატურა, გაითიშა არხის სამაუწყებლო სიგნალი. დარბევისა და ტელეკომპანიის ხელში ჩაგდების შემდეგ, არხმა მაუწყებლობა რამდენიმე თვით შეაჩერა, ამის შემდეგ კი, 15 დღით, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 2008 წელს ტელეკომპანია „იმედი“ დამფუძნებლის, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, მის ოჯახს ჩამოართვეს.

„2007 წლის 7 ნოემბერი არის პასუხი კითხვაზე, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება“, – ასეთია დღევანდელი მმართველი გუნდის შეფასება.

აქციის მშვიდობიანი მონაწილეების დარბევის საქმეზე ევროსასამართლოში რამდენიმე საჩივარი შევიდა, საქმეს იხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო, 7 ნოემბრის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი არიან ბრალდებულნი.

7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მომღერალი და ტელეწამყვანი, საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებელი გია გაჩეჩილაძე (უცნობი) 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წინ, შეკრებას სახელწოდებით „არ აგარევინებთ!“ გამართავს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved