• რეკლამა
  • კონტაქტი
19:10, ხუთშაბათი, 6 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

20 აპრილს მზის დაბნელებაა – როგორ უნდა მოიქცეთ ამ დღეს?

ალია ავტორი - ალია
11:39 04-11-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
928

20 აპრილს 2023 წლის მზის პირველი დაბნელებაა. ესაა ფენომენი, როდესაც მთვარე მზესა და დედამიწას შორისაა და მზე სრულად ან ნაწილობრივ იფარება. მეცნიერების თქმით, ახლა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მცხოვრები ადამიანები ამ მოვლენის დაფიქსირებას შეძლებენ. დაბნელება კი ვერძის ნიშანში მოხდება.

პლანეტები, რომლებიც მზის დაბნელებას აკონტროლებენ:

მარსი

მოგეხსენებათ, ვერძის ნიშანს აგრესიული, მეომარი და მტკიცე პლანეტა – მარსი მართავს. უხსოვარი დროიდან, ასტროლოგები მას შედარებით კონფლიქტურ პლანეტად თვლიან და ამბობენ, რომ მისი გავლენით ბუნებრივი თუ სხვა ტიპის კატასტროფები, უთანხმოებები, ომები და დაპირისპირებები ხდება.

პლუტონი

აპრილის დაბნელების წერტილი პლუტონის კვადრატში იქნება. ეს საკმაოდ უჩვეულო პლანეტაა, რომელიც ინსტინქტების, ქვეცნობიერისა და ჩვენი ცხოვრების რეალიზაციის საკითხებს აკონტროლებს. პლუტონის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისება ცვლილებების ენერგია, ძველის სიკვდილი და ახლის დაბადებაა.

იუპიტერი

ასევე, დაბნელების დროს თავს იჩენს სიმრავლის პლანეტა იუპიტერი. იგი ქვეცნობიერზე, ახალი შესაძლებლობები გახსნასა და რესურსების განახლებაზეა პასუხისმგებელი.

2-1681155493.jpg

რას უნდა ველოდოთ მზის დაბნელებისაგან?

  • ასტროლოგების თქმით, მზის დაბნელების ენერგია თითოეულ ადამიანზე იმოქმედებს და სხვადასხვა ტიპის გავლენას მოახდენს. არის გარკვეული სირთულეები, რომლებსაც შესაძლოა, სწორედ ამ დღეს შეხვდეთ. კერძოდ:
  • მზის დაბნელება ადამიანებში გამძაფრებულ ემოციებს იწვევს. ამიტომაც, შესაძლოა, მომატებული შფოთვა იგრძნოთ. გაგიჭირდეთ ადამიანების გაგება და ამან კონფლიქტური სიტუაცია შექმნას.
  • ასევე, შეიძლება, იმპულსური გადაწყვეტილებების მიღების სურვილი გაგიჩნდეთ. ან კიდევ ისეთი რაღაცები იყიდოთ, რაც სრულიად არასაჭიროა. ამ დღეს ფინანსური რესურსის არაგონივრული ხარჯვაა მოსალოდნელი, ამიტომაც, ფრთხილად იყავით.
  • ასტროლოგების თქმით, მზის დაბნელების პერიოდში ადამიანები უენერგიოდ და უმოტივაციოდ არიან. ამიტომაც, შესაძლოა, გაგიჭირდეთ ჩვეული რუტინის შესრულება, გარკვეული სირთულეებისა და საფრთხეების წინაშე დადგეთ და თავი ცუდად იგრძნოთ.
  • ამ დღეს ახალ საქმეს ნუ წამოიწყებთ და ნურც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებთ, რადგანაც, როგორც აღვნიშნეთ, ემოციური ფონი მომატებულია და შესაძლოა, არასწორი გზა აირჩიოთ.
  • მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს და შეეცადეთ, დრო მშვიდად გაატაროთ.

4-1681155509.jpg

გარდა საფრთხეებისა, მზის დაბნელება ადამიანებს კარგ ცვლილებებსაც მოუტანს:

  • ამ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განახლება დაიწყოთ, ძველს დაემშვიდობოთ და თქვენს ცხოვრებაში ახალი ენერგია შემოუშვათ. ეს ეხება როგორც ნივთებს, ასევე ურთიერთობებს. დაემშვიდობეთ ყველაფერს, რაც უკვე მოძველდა და ბედნიერება აღარ მოაქვს. ასტროლოგების თქმით, თუკი თქვენი მიზნის შესასრულებლად ერთ ნაბიჯს მაინც გადადგამთ, ის საქმე აუცილებლად წარმატებული და იღბლიანი იქნება.
  • მზის დაბნელების დღეს სიმამაცე, სიმტკიცე და თავდაჯერებულობა გამოიჩინეთ. არ თქვათ უარი ახალ შეთავაზებაზე, შეეცადეთ, საკუთარი თავი სწორად წარმოაჩინოთ და პოტენციალს ხალი გაუსვათ. ასე პლუტონისა და მარსის მხარდაჭერას მიიღებთ და ისინი წარმატების მიღწევაში დაგეხმარებიან.

წყარო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით
ახალი ამბები

გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით

16:49 11-06-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა

10:44 11-06-2025
თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved