„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:
“აქა ამბავი, როგორ გადაწყვიტა საგადასახადომ ჩვენს მიერ ატეხილი ხმაურის გადაფარვა: ხომ თქვეს, 500 შემთხვევითი შერჩევით კომპანიაში შევედითო. ეს ჩვენ დღის 12 საათზე ვიცოდით. მერე ყარეს სრული სისულელე განცხადებები. არ უშველათ და აგერ 2 საათის წინ რ2ის და იმედის საერთო გაყიდვების სახლს (დი ეს კაპიტალი) აცნობეს, რომ ისინიც შემთხვევით შერჩეულ 500ში არიან. უბრალოდ, ათი საათის შემდეგ მოხდა ეგ. დააბალანსეს ბიჭებმა”.
კომენტარები