19 თებერვალს რუსულმა ჯარმა დონბასში 136-ჯერ გახსნა ცეცხლი, ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
ამას გარდა, დონეცკში დააფიქსირეს უპილოტო საფრენი აპარატიც.
სროლის დროს მძიმედ დაიჭრა 2 უკრაინელი სამხედრო – მათი ჭრილობები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა. სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო ოთხმა ჯარისკაცმა, ისინი სამკურნალო დაწესებულებებში არიან გადაყვანილი.
კომენტარები