• რეკლამა
  • კონტაქტი
12:02, სამშაბათი, 10 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(+18) – კახეთში მომხდარი პედოფილიის ფაქტის სკანდალური დეტალები – “ალიაში” დარეკა 11 წლის გოგონას დედამ და ტირილით გვთხოვა…”

ალია ავტორი - ალია
21:33 02-26-2021
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45


რამდენიმე წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კახეთის ერთ-ერთ რიონში პოლიციამ 34წლის მამაკაცი პედოფილიის ბრალდებით დააკავაო!
თუმცა არ არის მითითებული, რომელ რაიონში მოხდა ეს და არც მამაკაცის ვინაობაა გაჟღერებული ინიციალების მეშვეობითაც კი…


„ალიამ“ ამ ამბის შესახებ ჯერ კიდევ 2 კვირის წინ შეიტყო, ანუ იმ დროს როცა აჭარაში არასრულწლოვან, ძალადობის მსხვერპლ გოგონას ასაფლავებდნენ და როგორც მაშინ აჭარაში, ისე კახეთში მომხდარ შემზარავ დანაშაულს, პოლიციელების მხრიდან უსწრაფესი რეაქცია არ მოჰყვა!


„ალიაში“ დარეკა 11 წლის გოგონას დედამ და ტირილით გვთხოვა, ზეგავლენა მოგვეხდინა რაიონის პოლიციაზე, რადგან მათი ოჯახის განცხადებას რაიონული პოლიცია არ იბარებდა და ბავშვის დედას ეუბნებოდა – „ასე ზეპირი განცხადებით, ფაქტების არარსებობის გარეშე, ვერც განცხადებას მივიღებთ და სისხლის სამართლის საქმესაც ვერ აღვძრავთო!“


მე შევთავაზე 11 წლის არასრულწლოვანის დედას, „ალიას“ მეშვეობით მიემართა შს მინისტრ ვახტანგ გომელაურისთვის, მაგრამ ასეთი პასუხი მივიღე – არ მინდა ასე, შემდეგ პოლიცია გადაგვეკიდება და საერთოდ დავიღუპებით! იქნებ თქვენ დარეკოთ პოლიციის უფროსთან, სთხოვეთ, დაემუქრეთ, ანდა შეაგნებინეთ, რომ ხვალ და ზეგ უკვე გვიან იქნება, იმ მამაკაცმა უკვე 3 ბავშვზე სცადა სქესობრივი ძალადობა და შემდეგ გვიანი რომ არ იყოს, ვიდრე სისხლი არ დაიღვრება და რომელიმე მშობელი იმ გარეწარსაც არ ჩააკლავს, მიხედონ თავიანთ საქმეს, შეასრულონ მათზე დაკისრებული ვალდებულება, დაგვიცვან ჩვენ და დაიცვან სხვა ბავშვებიც, პოლიცია აბა, რისთვისაა საჭირო გამაგებინეთ ერთიო?..


რასაკვირველია, დავამშვიდე პატარა გოგონას ახალგაზრდა დედა და მაშინვე გადავრეკე იქ, სადაც მომისმენდნენ და სადაც ჩემს სიტყვას შეისმენდნენ!
მართლაც, პროცესი დაიძრა და რამდენიმე დღეში ბავშვებზე მოძალადე გარეწარი პატიმრობაში აიყვანეს, ხოლო 3 არასრულწლოვანი ფსიქოლოგის და მშობლის თანდასწრებით დაიკითხნენ და საქმის მასალებს თან დაურთეს, როგორც მტკიცებულება!!!


არც მე ვიტყვი, რომელ რაიონში ხდებოდა ეს და მით უმეტეს, ვინ არიან პატარა მსხვერპლები, ისევე როგორც არ გავამჟღავნებ ამჟამად ეჭვმიტანილის ვინაობას, მაგრამ ერთს კი დავძენ – ის ამ სამი გოგონადან ერთ-ერთის ნათესავია და ბავშვთან დაახლოებას, ხან ფულით, ხანაც საჩუქრებით ცდილობდა, იმიტომ, რომ გოგონას მამა რუსეთში მუშაობს და თითქოსდა, მამას მონატრებული ბავშვისთვის მზრუნველობას არ იშურებდა!
ხან სკოლიდან მომავალ ბავშვს მანქანას უჩერებდა – სახლში მიგიყვანო! ხანაც ფულს ჩუქნიდა – გამომართვი, ბიძაშენი არ ვარ? ნუ გრცხვენია, რამე იყიდე ჩემგან სახსოვრადო!
ერთხელაც უთქვამს, მე რომ რაღაცებს გჩუქნი და გაძლევ, შენ რა უნდა მომცე და მაჩუქოო? ერთხელაც სანათესაოს თავშეყრის დროს, თამაშ-თამაშით მიყრუებულ ადგილას გაუტყუებია ბავშვი და სასქესო ორგანო დაუნახვებია! თან უთქვამს ჩვენი საიდუმლო იყოს, არავის უთხრაო, მაგრამ ბავშვმა დედას ეს ამბები მაინც უამბო და გაგიჟებული დედა, პოლიციაში მივარდა – სასწრაფოდ დააპატიმრეთ ეს გარეწარი პედოფილი, ვიდრე ჩემი ხელით მომიკლავს და ციხეში წავსულვარო!

როგორც თავში მოგახსენეთ, პოლიციამ თუნდაც პრევენციის მიზნით, 34 წლის მამაკაცი არათუ არ დაკითხა, არამედ კიდევ დიდხანს აბოგინა და აბოგინა იქამდე, ვიდრე სხვა ბავშვებიც არ მოჰყვნენ, რა ვითარებაში და გარემოებაში აპირებდა ძალადობას აღნიშნული პიროვნება, რომელსაც ცოლიც ჰყავს, შვილებიც და იმ რაიონშიც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ პედოფილიისკენ ჰქონდა მიდრეკილება!!!


11 წლის გოგონას უფლებებს იცავს ადვოკატი, რომელიც ოჯახს ეუბნება, რომ შესაძლოა მუხლი, რომლითაც მოძალადე მამაკაცი დააკავეს, ჩანაცვლდეს სხვა მუხლით და იგი 2-3 წელიწადში კვლავ თავისუფლებაზე იყოს!

ამიტომაც მივმართავ შს მინისტრ გომელაურს!


განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანეთ, კახეთში, 11 წლის გოგონაზე მოძალადე მამაკაცის საქმე და კანონის სრული სიმკაცრით აგებინეთ პასუხი.


იმედს ვიტოვებ, „ალიაში“ გამოქვეყნებულ დღევანდელ წერილს უყურადღებოდ არ დატოვებთ და რაიონის პოლიციას, რომელსაც ხვეწნა დასჭირდა პედოფილის მამხილებელი განცხადების მიღებაზე, მათაც მოსთხოვთ პასუხს – რატომ მოიქცნენ ასე???


ძვირფასო მკითხველო! იმედია თქვენც გაინტერესებთ, როგორ წარიმართება აღნიშნული საქმე და გპირდებით, ყველაფერს გიამბობთ, რადგან ამ დროს დუმილი არ შეიძლება!
დუმილი და შიში პატარა გოგონებს ჯერ აუპატიურებს, ხოლო შემდეგ კლავს და ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, არააააააა!!! დავიღუპებით!

ირინე გოგოსაშვილი, ალია

თეგები: კრიმინალიშსსძალადობა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

სილქნეტი აგრძელებს საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის ეტაპების მხარდაჭერას
ახალი ამბები

სილქნეტი აგრძელებს საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის ეტაპების მხარდაჭერას

15:41 02-09-2026
თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია
ახალი ამბები

თიბისის მენეჯმენტში სიახლეებია

14:34 02-09-2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები “რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ახალი ამბები

12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები “რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია

14:23 02-09-2026
26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა
ახალი ამბები

26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა

13:06 02-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved