• რეკლამა
  • კონტაქტი
23:40, კვირა, 5 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ექსკლუზივი

“15 კაცის თანდასწრებით, გამეტებით ამოარტყა პანღური ვარძელაშვილმა თალაკვაძეს”

ალია ავტორი - ალია
22:14 01-14-2020
- ექსკლუზივი, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
96

ვინ დაიკავებს პრემიერის სავარძელს?

„მაია ცქიტიშვილი, მიხეილ ჩხენკელი, გიორგი ლილუაშვილი და აჩიკო თალაკვაძე, ამ ოთხ ადამიანზეა ლაპარაკი

რაკიღა აჩიკო თალაკვაძე  პრემიერობის ერთ–ერთ კანდიდატად განიხილება, აქ ერთ ამბავს მოგითხრობთ, რომელიც „ქართული ოცნების“ ერთ–ერთმა დეპუტატმა მიამბო. არჩილ თალაკვაძე, მოგეხსენებათ, ყოფილი „ნაციონალია“. იყო „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი. ასევე, გახლდათ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდკავშირის თვითმმართველობის ხელმძღვანელი და ამ პოსტზე, ცხადია, ვერ მოხვდებოდა „ნაცმოძრაობის“ დასტურის გარეშე. თალაკვაძე სტუდკავშირის ხელმძღვანელობისას, ერთ წელს გახლდათ ყვავილნარის ახალგაზრდულ–პატრიოტული ბანაკის ხელმძღვანელი, 2006 წელს. ამ დროს ეს ბანაკები ექვემდებარებოდა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს, მინისტრი კი ლადო ვარძელაშვილი გახლდათ. ვარძელაშვილმა რაღაც დავალებები მისცა თალაკვაძეს. ჩავიდა მერე ყვავილნარში და საკუთარი თვალით ნახა, როგორ შეასრულა მან ეს დავალებები. აღმოჩნდა, რომ თალაკვაძეს ყველაფერი ისე არ ჰქონდა გაკეთებული, როგორც ვარძელაშვილმა დაავალა. გაბრაზდა მინისტრი ვარძელაშვილი და სახალხოდ, დაახლოებით 15 კაცის თანდასწრებით, ჯერ კეფაში ორჯერ წამოარტყა ხელი თალაკვაძეს და მერე გამეტებით ამოარტყა პანღური. თალაკვაძეს ხმა არ ამოუღია. თავდახრილი იდგა და ლუღლუღებდა: ბოდიში, ბატონო ლადო. ხვალვე ისე გავაკეთებ ყველაფერს, როგორც თქვენ გინდათო. ჰოდა, როდესაც ყოფილი „ნაციონალი“, ლადო ვარძელაშვილის პანღურამორტმული კაცი უზით პარლამენტის თავმჯდომარედ და პარტიის აღმასრულებელ მდივნად, ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ მომხრეები ცოტა უნდა დაფიქრდნენ. ვინც ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ გააკრიტიკებს, ყველას „ნაცი“ არ უნდა ეძახონ და სულ მცირე, უნდა რცხვენოდეთ, რომ ამ ადამიანს ეს პოსტები უკავია.

ლევან ჯავახიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved