საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1409 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 256 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 325665-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 304935 პირი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური – 3,5%, ბოლო 14 დღის – 5,82%, ბოლო 7 დღის – 5,48%
კომენტარები