გაეროს ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 100 დღის განმავლობაში თითქმის 14 მილიონ უკრაინელს მოუწია საკუთარი სახლების დატოვება.
“არასდროს ყოფილა ისტორიაში იძულებითი განსახლების ასეთი მასშტაბები და ასეთი ტემპი“, – ნათქვამია ანგარიშში.
გაეროს მონაცემებით, 3 მილიონზე მეტი უკრაინელი ბავშვი იძულებული გახდა საომარი მოქმედებების გამო სწავლა შეეწყვიტა.
“მთელ უკრაინაში ასობით ათას მოქალაქეს წყალი და ელექტროენერგია არ მიეწოდება. „სულ უკრაინაში 15,7 მილიონ ადამიანს ესაჭიროება ჰუმანიტარული დახმარება და გაჭირვებულთა რიცხვი იზრდება“, – აღნიშნულია გაეროს ანგარიშში.
კომენტარები