• რეკლამა
  • კონტაქტი
03:31, შაბათი, 24 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“13 წლის წინანდელი წინასწარმეტყველის ასრულებამდე არც ისე დიდი დრო დარჩა” – ლელა კაკულია

ალია ავტორი - ალია
16:02 11-14-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
642

ქართველი წინასწარმეტყველის, ლელა კაკულიას ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე 13 წლის წინანდელი, 2008 წლის წინასწარმეტყველება ვრცელდება.

“2008 წელი, 1 მარტი

„რუსეთს პირველობის მანია იპყრობს, სურს იყოს პირველი მსოფლიოში, მაგრამ ცდება. გაზი და ნავთობი მუსლიმებსაც აქვთ და მათთვის ამას დიდი უბედურება მოაქვს. დიახ, შავი ოქრო — ეს წყევლაა ქვეყნებისთვის, იმიტომ რომ ვხედავ, მომავალში ნავთობი და გაზი ეკუთვნის მთელ მსოფლიოს. დიახ, ასეა. მომავალში მსოფლიო ერთიანდება ამ აზრის ირგვლივ: „თუ რომელიმე ქვეყანაში გაზი და ნავთობია, ის ეკუთვნის მსოფლიო ხალხებს და არავის მივცემთ უფლებას, რომ ამით მანიპულირება მოახდინონ პოლიტიკაზე!“ ეს დროც დადგება“.

ლელა კაკულია

ეს წინასწარმეტყველება 13 წლის წინ წარმოითქვა და არაერთხელ გამოქვეყნდა კიდეც. და აი, მიმდინარე წლის ოქტომბერში რომში „დიდი ოცეულის“ სამიტი გაიმართა, რომელიც კლიმატური ცვლილებებისა და დედამიწაზე ეკოსისტემების შენარჩუნების თემას მიეძღვნა. G20-ის შეხვედრას შოტლანდიის გლაზგოში კლიმატური სამიტი მოჰყვა, რომელიც 31 ოქტომბერს დაიწყო და 12 ნოემბრამდე გაგრძელდა.

სამიტს, რომელზეც მთელი რიგი დოკუმენტების მიღება იგეგმებოდა სათბური გაზების გამოფრქვევის შემცირებისა და ნახშირბადოვანი ნეიტრალობის მიღწევის თაობაზე, რაც პირველ რიგში „მწვან ენერგეტიკაზე“ გადასვლას გულისხმობს, მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს.
სამიტის შედეგები განსაკუთრებით აღელვებდა ისეთ ქვეყნებს, რომელთა ენერგეტიკული პოლიტიკა ეკოლოგიისთვის მავნე ქვანახშირზე, ნავთობსა თუ გაზზეა დამოკიდებული. მათ შორის, პირველ რიგში, რუსეთს.

რუსულ პრესაში არაერთი კრიტიკული და შეშფოთებული პუბლიკაცია გამოქვეყნდა ევროკავშირის „მესამე კლიმატური ენერგოპაკეტისა“ და აშშ-ის გლობალურ დათბობასთან ბრძოლის ახალი ამერიკულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც ჯო ბაიედნმა გლაზგოს სამიტზე წაიღო.

როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტოს მიმომხილველი ვიქტორია ნიკოფოროვა წერდა გავლენიან ჟურნალ Foreign Affairs-ზე დაყრდნობით:
„გლობალურ დათბობასთან ბრძოლის ახალი ამერიკულ პოლიტიკის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სუვერენული სახელმწიფოები საერთოდ არაა საჭირო, ვინაიდან მათ მთავრობებს „კლიმატური კატასტროფის“ დამარცხება არ შეუძლიათ. ამიტომ საჭიროა მსოფლიო მთავრობის დაარსება, რომელსაც ამერიკელები უხელმძღვანელებენ, თუმცა ზოგ თანამდებობას ევროპელი მოკავშირეებისთვისაც შემოინახავენ, პირველ რიგში კი დიდი ბრიტანეთისთვის.
ამერიკელების ყველაზე მრავლისაღმთქმელი აღმოჩენა კი ისაა, რომ „სახელმწიფოს რესურსები არ არის მისი ეროვნული მონაპოვარი და ისინი მთელ მსოფლიოს ეკუთვნის“. ხოლო თუ სუვერენული სახელმწიფო საკუთარ ბუნებრივ სიმდიდრეებს არასწორად განკარგავს, ის უცხოურ ინტერვენციას დაიმსახურებს“.

როგორც ყველაფრიდან ჩანს, ქართველი წინასწარმეტყველის ზემოაღნიშნული ჩანაწერის ასრულებამდე არც ისე დიდი დრო დარჩა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის
ახალი ამბები

WeRent – მანქანის გაქირავების სერვისი, რომელიც საქართველოში მოგზაურობას მარტივს ხდის

17:22 01-23-2026
თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

16:43 01-22-2026
2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:24 01-22-2026
თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება

14:04 01-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved