ბოჭორიშვილის კლინიკაში 13 წლის ბავშვი გამოჯანმრთელდა და მალე კლინიკიდან გაეწერება, – ამის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ამ რვიდან ერთს დღეს გამოჯანმრთელება დაუდასტურდა და 13 წლის მოზარდი გაეწერება. ასევე კვლევაში ჩაერთვება 10 პაციენტი. დადასტურებული პაციენტებიდან ხუთი საყურადღებოა, დანარჩენები აგრძელებენ მკურნალობას“,- განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
კომენტარები