საქართველოში კორონავირუსის 986 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ამ დროისთვის ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობამ 342 880 შეადგინა.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა კიდევ 590 კოვიდინფიცირებული პაციენტი, შედეგად, ქვეყნის მასშტაბით, განკურნებულთა რაოდებობა 325 016 -გახდა.
ბოლო 24 საათში, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4739- დაფიქსირდა.
ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათში, 43 286 კვლევა ჩატარდა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით -28 001, PCR ტესტით – 15 285.
დადებითობის მაჩვენებელი – დღიური – 2,28%, ბოლო 14 დღის – 3,53%, ხოლო ბოლო 7 დღის – 2,97% ფიქსირდება.
ამ დროისთვცის ქვეყანაში სულ – 134 602 პირია აცრილი, დღიურად აცრილია – 4 565 ადამიანი.
კომენტარები