• რეკლამა
  • კონტაქტი
03:09, სამშაბათი, 7 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, 1-ში რომ გესვრიან, 2-ში რომ გესვრიან, 3-ში რომ გესვრიან, 4-ში რომ გესვრიან, 5-ში რომ გესვრიან, 6-ში რომ გესვრიან და 7-ში შენც რომ ესვრი, ეს ომის დაწყება კი არა, სამართლიანი თავდაცვაა” – ლევან ცუცქირიძე

ალია ავტორი - ალია
15:56 08-08-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
476

ლევან ცუცქირიძე ,,ქართული ოცნების” ლიდერების განცცადენას საქართველოს მიერ ომის დაწყებასთან დაკავშირებით, ვრცელი პოსტით პასუხობს:

„1. რუსეთის პრეზიდენტი რომ შენს პრეზიდენტს ეტყვის: კოსოვოზე პასუხს საქართველო მიიღებს, მაგრამ ეგ შენი პრობლემა არ არისო (?), ესე იგი ომი მზადდება.
2. სამაჩაბლოსა და აფხაზეთში რომ რუსულ პასპორტებს დაარიგებ, რკინიგზას რომ განაახლებ, ახალ შეიარაღებას რომ შეიტან და უსაფრთხოების დოქტრინაში რუსების მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაცვას ჩაწერ, ომი მზადდება.
3. რუსი დიპლომატები რომ ევროპელებს ეუბნებიან დროზე მოინახულონ საქართველო, თორემ მერე გვიან იქნება, ომი მზადდება.
4. მთებში ფრენის გამოცდილების მქონე მფრინავებს რომ აგროვებ, ომი მზადდება.
5. ყველა ქართულ სამშვიდობო ინივიატივას რომ დაბლოკავ, ომისთვის მზადებაა.
6. 40.000 რუსი სამხედროს საქართველოში რამდენიმე დღეში შემოყვანა ფიზიკურად შეუძლებელია, თუკი ომისთვის არ ხარ მზად.
7. მეორე სახელმწიფოს მთავარ მომლაპარაკებელს „საბურავი რომ დაეშვება“ და სამშვიდობო შეხვედრაზე „ვერ მოვა“, ომი უნდა.
8. 50-მდე რუსი ჟურნალისტი ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ცხინვალის ერთი და იმავე სასტუმროში შემთხვევით ვერ აღმოჩნდება, თუკი ომის დაწყება გადაწყვეტილი არ გაქვს.
9. სამხედრო წვრთნის მონაწილეებს რომ ბროშურებს ურიგებ, სათაურით „მეომარო: იცნობდე შესაძლო მტერს!“, სადაც ქართული არმიის აღწერაა, ომს იწყებ.
10. სხვა ქვეყნის თვითმფრინავი რომ შემოფრინდება შენს საზღვრებში და ბომბს გესვრის, ომის დაწყებაა.
11. ქალაქის ტერიტორიიდან მოსახლეობის ორგანიზებულ გაყვანას ევაკუაცია ჰქვია და ხშირად ომისათვის მზადებას უძღვის წინ. როცა ცხინვალში ევაკუაცია ცხადდება, ომიც იწყება.
12. სამშვიდობოების პოზიციიდან კონფლიქტის ზონაში აკრძალული იარაღით რომ გესვრიან, ომის დაწყებაა.
13. სხვა ქვეყნის ტერიტორიიდან შეიარაღებული სამხედროები რომ შემოდიან, ომის დაწყებაა.
14. ომის დაწყებას მობილიზება სჭირდება: ქართული შეიარაღებული ჯარების ხუთი ბრიგადიდან I ბრიგადა ერაყში იყო; II ბრიგადა, ერაყიდან ახალ დაბრუნებული – სენაკში, III და IV ბრიგადები ერაყისთვის წვრთნაზე ქუთაისში, V ბრიგადა კი ძირითადად საწვრთნელი ბრიგადა იყო. რუსული არმია კი, რომელმაც სწორედ მაშინ დაასრულა საბრძოლო წვრთნები, როკის გვირაბთან იდგა.
15. ომის დაწყებას შესაბამისი წვრთნა და აღჭურვა სჭირდება, ქართული შეიარაღებული ძალების მომზადება არ იყო გათვლილი ტერიტორიულ ოპერაციებზე; რუსული ძალები კი ჩრდილო კავკასიაში სწორედაც რომ მეზობელ სახელმწიფოში შეჭრის ოპერაციისთვის ვარჯიშობდნენ და შესაბამისი ტექნიკაც იქვე ჰქონდათ.
16. ომს (სამხედრო კონფლიქტს) აქვს თავისი განმარტება. ეს ყველგან წერია – წიგნებში, რომლებიც ბიბლიოთეკებშია და ვიკიპედიაშიც კი, რომელიც ინტერნეტშია! საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ომი საუკუნეების წინ კი არა, 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო.
17. 08-08-08 მარკეტინგულად კარგად ჩანს, მაგრამ სიმართლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მარკეტინგი: ომი 7 აგვისტოს დაიწყო, რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილების მასიური შემოჭრით საქართველოში.
18. ძალიან სუსტი ქვეყანა ძალიან ძლიერის წინააღმდეგ ომს მხოლოდ მაშინ მიმართავს, როცა თავს ესხმიან და ომი ის ბოლო არჩევანია, რომელიც სასიცოცხლო დროის მოსაგებად სჭირდება.
19. საკუთარ ქვეყანაში უცხო ქვეყნის უკანონოდ შემოსული არმიის წინააღმდეგ ომს ვერ დაიწყებ, თავი უნდა დაიცვა.
20. 1-ში რომ გესვრიან, 2-ში რომ გესვრიან, 3-ში რომ გესვრიან, 4-ში რომ გესვრიან, 5-ში რომ გესვრიან, 6-ში რომ გესვრიან და 7-ში შენც რომ ესვრი, ეს ომის დაწყება კი არა, სამართლიანი თავდაცვაა.
21. და ბოლოს, შენ როგორ მოიქცეოდი 2008 წლის აგვისტოში?”.

თეგები: ლევან ცუცქირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია

12:55 04-06-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved