,,მედიაჩეკერის” ინფორმაციით, 2026 წლის 1 იანვრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ გენერალური დირექტორის შრომის ანაზღაურება 15 000 ლარი (ხელზე ასაღები) იქნება.
იზრდება „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორის შრომის ანაზღაურებაც და ხელზე ასაღები 7 000 ლარი ხდება.
თინათინ ბერძენიშვილის ხელფასი მიმდინარე წლის 1 იანვრიდან უნდა გაზრდილიყო, თუმცა 2024 წლის 5 დეკემბრის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე მან არსებული ხელფასის – 12 500 ლარი (დარიცხული) შენარჩუნება ითხოვა.














კომენტარები