ვინ მიიღებს “მწვანე პასპორტს”? – “საკითხმა გამოიწვია გაუგებრობა, ეს არის დაზუსტებული ინფორმაცია!” – კულუმბეგოვი

181 ალერგოლოგი, იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი: “მწვანე პასპორტებს“ არა ის პირები მიიღებენ, რომლებსაც ტესტი არ გაუკეთებიათ, მაგრამ ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ, არამედ კოვიდგადატანილი ის პირები, რომლებსაც ტესტი გაკეთებული აქვთ, თუმცა, ტესტირების შედეგი სხვადასხვა მიზეზის გამო ბაზაში ასახული არ არის. – საკითხმა გამოიწვია გაუგებრობა, ეს არის დაზუსტებული ინფორმაცია!”