(ვიდეო)ძლიერი აფეთქება ბათუმში – სანაპიროზე პოლიციაა მობილიზებული

557 ამ წუთებში ბათუმის ახალ ბულვარში კრიმინალისტები, მაშველები და კრიმინალური  პოლიცია მუშაობს. დაახლოებით ერთი საათის წინ, ადგილობრივებმა ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს. თვითმხილველები წერენ, რომ ზღვაში რაღაც აფეთქდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. აფეთქება კომპანია “ალიანსის” ცათამბჯენების მოპირდაპირედ მოხდა. თვითმხილველის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, მრგვალი მეტალის მოწყობილობა, რომელიც აფეთქდა. ვიდეოს „ჩემი ქალაქი მკლავს“ ავრცელებს. http://