ФСБ: უკრაინა ყირიმის ხიდზე ტერაქტს გეგმავდა, ბომბი საქართველოს გავლით შეიტანეს
526რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) მტკიცებით, უკრაინა ყირიმის ხიდზე ტერაქტს გეგმავდა. სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია რამდენიმე პირი, რომელიც ბომბით დატვირთული Chevrolet Volt-ის მარკის მანქანით, უკრაინიდან ოკუპირებული ყირიმის მიმართულებით დაიძრა. ФСБ-ს ანგარიშის მიხედვით, ბომბით დატვირთულმა მანქანამ საქართველოს სასაზღვრო პუნქტი “ზემო ლარსი” გადაკვეთა. სამსახური ტერაქტის ორგანიზების მცდელობაში ეჭვმიტანილების დაკავების ვიდეოს ავრცელებს.
დააკოპირეთ და ჩასვით ეს მისამართი თქვენს WordPress-საიტზე
დააკოპირეთ და ჩასვით ეს კოდი თქვენს საიტზე