ФСБ: უკრაინა ყირიმის ხიდზე ტერაქტს გეგმავდა, ბომბი საქართველოს გავლით შეიტანეს

358 რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) მტკიცებით, უკრაინა ყირიმის ხიდზე ტერაქტს გეგმავდა. სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია რამდენიმე პირი, რომელიც ბომბით დატვირთული Chevrolet Volt-ის მარკის მანქანით, უკრაინიდან ოკუპირებული ყირიმის მიმართულებით დაიძრა. ФСБ-ს ანგარიშის მიხედვით, ბომბით დატვირთულმა მანქანამ საქართველოს სასაზღვრო პუნქტი “ზემო ლარსი” გადაკვეთა. სამსახური ტერაქტის ორგანიზების მცდელობაში ეჭვმიტანილების დაკავების ვიდეოს ავრცელებს.