პოლიციამ “ქართული ოცნების” აქტივისტი და გორის ტრანსპორტის სააგენტოს მაღალჩინოსანი, ფარნა მახოხაშვილი დააკავა. “მთავარი არხის” ინფორმაციით, გომელაურის უწყება მახოხაშვილს ძალადობას ედავება.
ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, “მთავარი” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა. გომელაურის უწყებაში ამბობენ რომ მახოხაშვილი 126 -ე მუხლით დააკავეს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
ფარნა მახოხაშვილს საზოგადოება ოპოზიციის კონტრაქციებიდან იცნობს, ის არის ე.წ. ცოცხებისა და “მთავარ არხთან” გამართული აქციის ორგანიზატორიც.
კომენტარები