„ლაზო მეუღლესა და შვილთან ერთად მარადისობას შეუერთდა“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მამუკა ჭყონია წერს.
წარმატებული ლანჩხუთელი ბიზნესმენი ლაზო ორაგველიძე, guriatoday-ის ინფორმაციით, რამდენიმე საათის წინ, თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, უშედეგოდ. ახლობლებით თქმით, ტრაგედიებით დამძიმებულმა გულმა ვეღარ გაუძლო.
ერთი თვის წინ, ლაზო ორაგველიძემ მეუღლე – ლანჩხუთელთა უსაყვარლესი ექიმი ნანა ცინცაძე და ვაჟიშვილი – თორნიკე ორაგველიძე დაკარგა. რამდენიმე დღეში მათი ორმოცისთვის ემზადებოდა.
ყველას გემახსოვრებათ ტრაგედია, რომელიც ერთი თვის წინ მოხდა, შვილმა, ციხეში შეიტყო დედის გარდაცვალების შესახებ და ოფიციალური მონაცემებით, თავი მოიკლა.
კომენტარები