ცხოვრება 253.5 ლარად – საქსტატის ახალი მონაცემი

123 დეკემბერში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 1.6 ლარით შემცირდა და 253.5 ლარი შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. რაც შეეხება საარსებო მინიმუმის წლიურ ცვლილებას, გასული წლის დეკემბერთან შედარებით მიმდინარე წელს საარსებო მინიმუმი 30 ლარით არის გაზრდილი.