Toyota-მ კორონავირუსის მუტაციის გამო ბრიტანეთსა და საფრანგეთში ქარხნების მუშაობა შეაჩერა

იაპონურმა ავტოკონცერნმა Toyota-მ COVID19-ის მუტაციის გამო ბრიტანეთსა და საფრანგეთში ქარხნების მუშაობა შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით 22 დეკემბერს ბრიტანეთში საქმიანობას შეაჩერებს ძრავების ქარხანა, ხოლო საფრანგეთში საბურავების მწარმოებელი ქარხანა. საწარმოების თანამშრომლები საშობაო არდადეგებზე ვადაზე ადრე გაუშვეს.

კორონავირუსის ახალი სახეობის გავრცელების გამო, 46-მა ქვეყანამ დიდ ბრიტანეთთან მიმოსვლა შეაჩერა.

14 დეკემბერს მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ჯერ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობა სერიოზულ გავლენას ახდენს ვირუსის სტრუქტურაზე. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა, რომ ვირუსის ახალი სახეობა შედარებით სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო საშიში არ არის.

  •  
  •  

2 Comments

  1. frolep rotrem

    You are my intake, I possess few blogs and infrequently run out from post :). “Analyzing humor is like dissecting a frog. Few people are interested and the frog dies of it.” by E. B. White.

  2. Alma company

    You made a number of good points there. I did a search on the topic and found the majority of folks will agree with your blog.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.