TikTok-მა ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელი სახელმწიფოების ჩამონათვლიდან ამოიღო

ჩინურმა სოციალურმა ქსელმა TikTok აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელი ქვეყნების სიიდან ამოიღო. ინფორმაცია ამის შესახებ Facebook-ზე ლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის უსაფრთხოების პროგრამის მკვლევარმა, ზვიად აძინბაიამ გაავრცელა.

ტელეფონში უკვე ჩამოტვირთული აპლიკაციის შემთხვევაში კი საქართველოს ოკუპირებული რეგიონები ჩამონათვლიდან აპლიკაციის განახლებისას გაქრება.

TikTok-ზე დაფიქსირებული ხარვეზის შესახებ 13 მაისს გახდა ცნობილი, რის შემდეგაც საგარეო საქმეთა სამინისტრო მის აღმოსაფხვრელად აქტიურად მუშაობდა.

  •  
  •  

კომენტარი

  1. ბესო

    და საიდან ხელმᲫᲦვანელობენ ასე ხᲨირად რო ეᲨლებაᲗ და Შესწორება ᲭირდებაᲗ, ერᲗი ნაბოზარია ყველა დასავლეᲗიც და აᲦმოსავლეᲗიც

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.