“თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები იარაღს დაყრიან, კონტაქტი შესაძლებელია” – ლავროვი

54 რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკების წინაპირობები დაასახელა და თქვა:   “პრეზიდენტ ზელენსკის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები კარგად არის ცნობილი. ჩვენ უკრაინის მილიტარიზმისა და ნეონაციზმისგან განთავისუფლების მომხრე ვართ, რათა ამ ქვეყანაში მცხოვრებ ხალხს შესაძლებლობა მივცეთ საკუთარი მომავალი ყოველგვარი ზეწოლის გარეშე განსაზღვროს, კონტაქტი შესაძლებელია თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები იარაღს დაყრიან”