“თქვენ ხართ აღვირახსნილები!” – თეა წულუკიანი

218 კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი “TV პირველის” ჟურნალისტს, კითხვაზე, რატომ არ უშვებენ უწყების ბრიფინგებზე კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს და რატომ არ აძლევენ კითხვების დასმის შესაძლებლობას, ასე პასუხობს: “თქვენ ხართ კრიტიკული მედია? თქვენ ხართ აღვირახსნილები!”  ცნობისთვის, საქართველოს კულტურის სამინისტროში ბრიფინგს დღეს მხოლოდ სამთავრობო მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ და სხვებს ეუბნებოდნენ, რომ მათზე საშვი არ იყო დაშვებული და ვერ შეუშვებდნენ.