“თქვენ ხართ აღვირახსნილები!” – თეა წულუკიანი
298 კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი “TV პირველის” ჟურნალისტს, კითხვაზე, რატომ არ უშვებენ უწყების ბრიფინგებზე კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს და რატომ არ აძლევენ კითხვების დასმის შესაძლებლობას, ასე პასუხობს: “თქვენ ხართ კრიტიკული მედია? თქვენ ხართ აღვირახსნილები!” ცნობისთვის, საქართველოს კულტურის სამინისტროში ბრიფინგს დღეს მხოლოდ სამთავრობო მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ და სხვებს ეუბნებოდნენ, რომ მათზე საშვი არ იყო დაშვებული და ვერ შეუშვებდნენ.
დააკოპირეთ და ჩასვით ეს მისამართი თქვენს WordPress-საიტზე
დააკოპირეთ და ჩასვით ეს კოდი თქვენს საიტზე