237 ადვოკატი, გუჯა ავსაჯანაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ თეატრალური უნივერსიტეტის კარები ჩაკეტეს და შენობაში არ უშვებენ. “თეატრალურ უნივერსიტეტში ვარ, კარი ჩაკეტეს სტუდენტების სახელით ადმინისტრაციაში განცხადების დაწერის შესაძლებლობას არ გვაძლევენ,” – წერს ადვოკატი. მანამდე თეატრალურ უნივერსიტეტში შესულმა ოლიგარქის პოლიციამ სტუდენტები დააჯარიმა, სავარაუდოდ, “ქართული ოცნების” ახალი რეგულაციის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, დახურულ სივრცეში მეპატრონის ნებართვის გარეშე აქციის ჩატარება აიკრძალა.
დააკოპირეთ და ჩასვით ეს მისამართი თქვენს WordPress-საიტზე
დააკოპირეთ და ჩასვით ეს კოდი თქვენს საიტზე