თბილისში, აშშ-ის საელჩოში ევაკუაცია გამოცხადდა – დეტალები

532 თბილისში, აშშ-ის საელჩოში ევაკუაცია გამოცხადდა. ცნობილია, რომ შენობიდან თანამშრომლები და მოქალაქეები გამოჰყავთ. ცოტა ხნის წინ სამაშველო სამსახურში შევიდა შეტყობინება, რომ სავარაუდოდ საელჩოს ტერიტორია იყო დანაღმული, რის შემდეგაც ადგილზე ექსპერტები და სამართალდამცველები მივიდნენ. ისინი მედიასთან არ საუბრობენ. თუმცა ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ადგილზე განაღმვითი სამუშაოები მიმდინარეობს.