თამუნა გიორგაძეს პატიმრობა შეეფარდა –”ტროტუარების საქმეები”

94 უწყვეტი პროტესტის მონაწილეს, თამუნა გიორგაძეს გზის გადაკეტვისა და ტროტუარზე დგომის საბაბით 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგაძეს 17 დეკემბრის აქციაზე ტროტუარზე დგომასა და 7 თებერვლის შაბათის მარშის დროს საავტომობილო გზის გადაკეტვას ედავებოდა. მოსამართლემ ორივე საქმე გაერთიანებულად განიხილა.