სტრასბურგში დაგეგმილი პრეზიდენტის ვიზიტი გადაიდო

331 18 აპრილს, სტრასბურგში დაგეგმილი საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი, სადაც პრეზიდენტი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით უნდა გამოსულიყო, გადაიდო – ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს, თუმცა რა მიზეზით, ეს ჯერჯერობით უცნობია. სტრასბურგში გამგზავრება და ევროპარლამენტარებისთვის მიმართვა თავად სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დააანონსა.