“SOS! რუსები გამორბიან აქეთ ვირუსისგან თავის დასაღწევად” – აფხაზი ექიმი

SOS! როგორ ებრძვიან ჩვენთან კორონავირუსს? საერთოდაც არ ებრძვიან – ამის შესახებ ექიმი ოკუპირებული აფხაზეთიდან, ზურაბ აჩბა წერს.

„ვნახე ყველა ფოტო და ვიდეო საარჩევნო უბნებიდან. სრული კრახია. ყველა მონაწილე, თუ დამკვირვებელი უნიღბოდ და უხელთათმანოდაა, არც სადეზინფექციო ხსნარი დევს მაგიდებზე, ყველა ერთმანეთს ეხვევა და კოცნის. თქვენ რა, ყველა შეიშალეთ? ყველა, ვინც კარანტინზე აგებს პასუხს, სასამართლოს უნდა გადაეცეს. რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტიც (ВЦИК) სასამართლოში უნდა წავიდეს, რადგან არ აღჭურვეს თავისი დამკვირვებლები შესაბამისად..

და საერთოდ, რა ხდება საზღვრებზე – თითქოს დაკეტეს, მაგრამ ვებკამერებში სულ სხვა რამეს, საპირისპიროს ხედავ. იქით მხარეს საერთოდ არ მოძრაობს მანქანა, აქეთ კი მანქანების რიგებია. ბევრი რუსი ვიცი, რომლებიც აქ ვირუსისგან თავის დასაღწევად გამორბის. იგივე ხდება საქართველოსთან საზღვარზე. სამედიცინო დაწესებულებებიც არაფრით არის აღჭურვილი. არ არსებობს ნიღბები, სადეზინფექციო საშულაბები, სპირტი – არაფერი არ არის. ამ დროს, ქაღალდზე ყველაფერია.

ბანალურ მაგალითს მოვიყვან: ორი დღის წინ საავადმყოფოში ქალი მოიყვანეს გრიპის სიმპტომებით. მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარეს საქართველოში და 3 დღის წინ ჩამოვიდა (მაღალი ტემპერატურა, მშრალი ხველა, საერთო სისუსტე). მორიგე ექიმებმა სასწრაფოდ მოახსენეს ეპიდსამსახურს და ანალიზიც მიუტანეს. პასუხად კი მიიღეს, რომ შაბათ-კვირა არასამუშაო დღეებია და ავადმყოფი ორშაბათს მოსულიყო. ქალი სახლში წავიდა…

აბსოლუტურად არ მუშაობს შტაბი. ნორმალურ ქვეყანაში გადადებდნენ არჩევნებს, ქორწილებს, დაკრძალვებზე მისვლას, აკრძალავდნენ მასობრივ ღონისძიებებს, დაკეტავდნენ სასტუმროებს, ბაზრებს, რესტორნებს, გააჩერებდნენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, განსაკუთრბული აუცილებლობის გარდა, ხალხს ქუჩაში არ გაუშვებდნენ, გამოიყვანდნენ ქუჩაში არმიას და მილიციას… ეს ჩამონათვალი მთელი დღე შემიძლია გავაგრძელო. ჩვენთან კი მსგავსიც არაფერი გაკეთებულა.

ნახეთ პრესა. მსოფლიოში ქალაქები დაცარიელებულია, ხალხი ქუჩაში არ დადის, ყველგან ქუჩებს არმია და პოლიცია აკონტროლებს. ჩვენ რა, მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანები ვართ, ამ მოთხოვნებს რომ არ ვასრულებთ? თუ იმის ი მედი გვაქვს, რომ იქნებ გამოვძვრეთ? გარწმუნებთ, ვერ გამოვძვრებით!..

დღეს ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება, სრული „ბეზპრიდელია“, ამიტომაც მოგმართავთ თქვენ, აფხაზეთის მოქალაქეებს. ჩვენ ბედის ანაბარა ვართ დატოვებულები და არ უნდა დაველოდოთ, რომ სახელმწიფო გვიშველის. არ გვიშველის. თვითონ უნდა მივხედოთ თავს, თორემ გვიან იქნება…“ – წერს ექიმი.

ეს პოსტი ზურაბ აჩბამ 2 დღის წინ გამოაქვეყნა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საკარანტინო ზომები მიიღეს. შესაბამის დადგენილებას ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ ცოტა ხნის წინ მოაწერა ხელი.

პრაიმტაიმი

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ეგ ყველაფერი რაც ჩამოთვალე, საქართველოში დიდიხანია დაწყებულია და საქართველოდა არაფერი არ გადაგედებათ. არცერთი ქართველი ოკუპირებულ ტერიტოარიას არ შეაფარებს თავს ვირუსისგან დასაცავად. თუ მაგრები ხართ, იმ ქალს რატომ გაუკეთეს ოპერაცია საქართველოში და არა თქვენთან ან რუსეთში? მაგრამ თქვენ, ჩვენს მეტი პატრონი არ გყავთ. არც სახელმწიფო გაქვთ, არც მილიცია- პოლიცია და არც არია- ჯარი, არც მედიცინა. ვისი ან რისი იმედი გაქვთ?
    ჭკუას მოუხმეთ, თორემ კისერს მოიტეხთ!

  2. ანონიმური

    რუსები გახდნენ თქვენი ძმები, აბა როგორ გინდათ, შეიფარეთ ეხლა, და არც იმედი არ გქონდეთ რუსების დახმარების, იქ ვირუსით იმდენი დაავადებული აღმოჩნდება რომ, მესამე ხარისხოვანი ხალხზე ნამდვილად არ ეცლებათ რუსებს. ბოდიშით უნდა დაგიზუსტოდ, რუსები გთვლიან აფხაზებს მესამე ხარისხოვნებს, ასე რომ ითმინეთ…. 😏😏

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.