SOS! კორონავირუსით ინფიცირებულთან შემხებლობაში მყოფი პირები თავისუფლად გადაადგილდებიან

იტალიიდან ჩამოფრენილი მოქალაქეები, რომლებმაც კორონავირუსით დაავადებულ 44 წლის მამაკაცთან ერთად იფრინეს – შეუზღუდავად გადაადგილდებიან. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ–ერთი მათგანს თელავში, კოსმეტიკური სალონი იძულებით დაატოვებინეს.

მოქალაქეების თქმით ქალბატონი თმის შესაჭრელად მივიდა და ღიად ყვებოდა, რომ ბორტზე კორონავირუსით დაავადებულ ქართველთან ერთად იყო.

ცოტა ხნის წინ დაავადებათა კონტროლის, კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ მოქალაქეებმა არათუ ამ ქალბატონზე, კიდევ რამდენიმე ასეთ პირზე მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ისინი არღვევენ თვითიზოლაციას და თუ ასე გაგრძელდება პოლიცია გადაიყვანს მათ კარანტინში!

რატომ პოლიცია და არა სპეციალური ფორმით აღჭურვილი ბრიგადა, პოლიციის თანხლებით?

თუ კარანტინში ადგილი გვაქვს, პირები, რომლებიც შემხებლობაში იყვნენ ინფიცირებულთან – უკვე რატომ არ არიან კარანტინში?

რას ნიშნავს შემხებლობაში ყოფნა?

როგორც პაატა იმნაძემ განმარტა – ეს არის 15 წუთზე მეტხანს ყოფნა ინფიცირებულთან 1 მეტრის რადიუსში. და დახურულ სივრცეში, რამდენიმე საათით ყოფნა ინფიცირებულთან ერთად – არ არის შემხებლობა? ბორტგამცილებლები კარანტინში არიან?

რატომ არ არიან კარანტინში ის ადამიანები, რომლებმაც ინფიცირებულთან ერთად იმგზავრეს?

სამწუხაროდ, მორალის კითხვის დრო არ გვაქვს, ალბათ, არც უნდა ველოდოთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც სახლში გაუშვეს, ოჯახის წევრებთან – ჩვენ მოგვიფრთხილდებიან. მათთვის კარგად რომ აეხსნათ, რა საფრთხის წინაშე ვართ, მათი უმრავლესობა, საკუთარ სახლში არ შევიდოდა.

მაგრამ, პირიქით, უკვე კვირებია ვუმტკიცებთ, რომ ეს ვირუსი არაა მკვლელი ვირუსი!

როგორ აპირებთ საინკუბაციო პერიოდის გასვლის შემდეგ, გარდაუვალი პანდემიის მართვას, თუ 9 ინფიცირებულთან შემხებლობაში მყოფი პირები არ გყავთ კარანტინში? აქვს ამაზე ვინმეს პასუხი?

ალია

  •  
  •  

კომენტარი

  1. ანონიმური

    ბიძინა დემოკრატია და მიტომ!
    აბა მიშას დრო ყოფილიყო?! ერთ დღეში ყველას
    დააჭერინებდა:)

  2. ანონიმური

    კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებიდან შემოსული მოქალაქეები 14-დღიან კარანტინს დაექვემდებარებიან – ზალკალიანი
    აჰა, ბიძინამაც გაიღვიძა!

  3. ანონიმური

    დააგვიანდათ ქიცმთავრობას

  4. ანონიმური

    miha magaria, bizo abdalia

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.