შვედეთში 16 წელს გადაცილებული ნებისმიერი მოქალაქე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას შეძლებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.
მანამდე ვაქცინაცია 18 წელს ზემოთ იყო ხელმისაწვდომი.
მოზარდების ვაქცინაცია შვეიცარიაც იწყებს. აქ აცრების გაკეთებას 12-დან 15 წლამდე მოქალაქეებიც შეძლებენ. ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფედერალური სამმართველოს ცნობით, ვაქცინაცია კომპანია Pfizer/BioNTech-ის პრეპარატით მიმდინარეობს.
კომენტარები