სასამართლომ ლილუაშვილისთვის 1 ლარის გადახდა დააკისრა ხაბეიშვილს, “მთავარს” და “ფორმულას”

6,977 ლევან ხაბეიშვილს, ტელეკომპანია “მთავარსა” და ფორმულას” სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაევალათ უარყონ ის ინფორმაცია, რომელიც მათ მიერ იქნა გავრცელებული. პროცესი გაიმართა ქოლცენტრების საქმეთან სუს–ის უფროსის დაკავშირების თაობაზე. გრიგოლ ლილუაშვილი, ლევან ხაბეიშვილსა და ტელეკომპანიებს: “მთავარს” და “ფორმულას” ცილისწამებისთვის უჩიოდა. გრიგოლ ლილუაშვილმა მოითხოვა მორალური ანაზღაურება 1 ლარის ოდენობით და ეს ნაწილიც მოსამართლის მიერ დაკმაყოფილდა.