“საგარეჯოელებო, გთხოვთ, როგორც მოძღვარი და მეგობარი, დარჩით სახლებში” – მღვდელი თეიმურაზ ქორიძე

3,393 მღვდელი, თეიმურაზ ქორიძე: “დარჩით სახლებში! სროლის ხმა შეწყდა. დაშავებულებსა და გარდაცვლილთა შესახებ ჯერ დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს (და გთხოვთ, წინასწარ ნუ გაავრცელებთ რაიმე სახის ინფორმაციას). ეჭვმიტანილის (ან ეჭვმიტანილთა) სავარაუდო ადგილსამყოფელის პერიმეტრზე განლაგებულია სპეცრაზმი. საგარეჯოელებო, გთხოვთ, როგორც მოძღვარი და მეგობარი, არ არის აუცილებლობა ზედმეტი გმირობისა, უბრალოდ დარჩით სახლებში. ილოცეთ. უფალმა მშვიდობა მოგვმადლოს.”