საგანგებო ვითარება ბალმორალის რეზიდენციაში

227 დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ის ბალმორალის სასახლეში სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშაა. BBC-ის ცნობით, ექიმები შეშფოთებულები არიან მონარქის მდგომარეობით. ბოლო ინფორმაციით, ბალმორალის სამეფო რეზიდენციაში, სადაც ამ დროისთვის დედოფალი იმყოფება, სამეფო ოჯახის წევრები იკრიბებიან, რაც ყოფილი სამეფო კორესპონდენტის, რიჩარდ სამნერის თქმით,  ნიშანია იმისა, რომ რაღაც ძალიან სერიოზული ხდება.