დეპუტატი, გიორგი ვაშაძე, “ტვ პირველთან” ამბობს:
“მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ვხედავ ორ გამოსავალს, ერთი ეს არის ჩვენი ინიციატივა – უცხოელი მოსამართლეებით პანელის შექმნა, რომელიც ზოგადად ასეთი ტიპის, პოლიტიკურ საქმეებზე იქნება სპეციალური ინსტანცია, რომელიც ნდობას გამოიწვევს. როცა ის დაადგენს დანაშაულს, თუ უდანაშაულობას, ვერავინ შეედავება.
მეორეა – მოხდეს მისი გადაცემა უკრაინის მხარისთვის, მაგრამ ყველაფერი ეს ხდება ერთადერთ შემთხვევაში, როცა პოლიტიკური თანხმობაა.
დღეს მე რასაც ვხედავ, ევროპიდან დაბრუნებული კობახიძე მეტი რადიკალიზაციისკენ და დაპირისპირებისკენ მიდის და გვიბიძგებს, რომ ჩვენც ჩვენი აქციები დავაორგანიზოთ, რათა მოვითხოვოთ დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილებები. უკან არ ვაპირებ დახევას. არ უნდათ სიმშვიდე? ადამიანურად დაველაპარაკოთ, ქვეყანაზე ვიზრუნოთ? გასაგებია მათი გზავნილები და თუ ვინმესგან ამ გზავნილზე პასუხს მიიღებენ, ერთ-ერთი ვიქნებით ჩვენ, “სტრატეგია აღმაშენებელი” და ჩვენი პასუხები იქნება ხისტი.
კომენტარები