რუსეთის მტკიცებით, უკრაინაში მათ სარაკეტო დარტყმას ქართული ლეგიონის 60-მდე წევრი ემსხვერპლა

1,008 რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ მათ სარაკეტო დარტყმას უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის 60-მდე მებრძოლი ემსხვერპლა. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კონაშენკოვმა ისაუბრა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 21 აპრილს ისკანდერის სარაკეტო სისტემით მათ იერიში მიიტანეს “უცხოელი დაქირავებულების” დროებით დისლოკაციის ადგილას შეიარაღების საცავზე, რომელიც დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქ კონსტანტინოვკაში მდებარეობდა. მათივე მტკიცებით, დაიღუპა ქართული ლეგიონის 60-მდე მებრძოლი, 20 კი მძიმედ დაიჭრა. … ვრცლად რუსეთის მტკიცებით, უკრაინაში მათ სარაკეტო დარტყმას ქართული ლეგიონის 60-მდე წევრი ემსხვერპლა