რუსეთი უკრაინის მასიურ დაბომბვას წყვეტს? – “მობილიზაცია ორ კვირაში დასრულდება”

249 რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაზე ახალი მასიური დარტყმები საჭირო არ არის და რომ რუსეთი არ აპირებს უკრაინის განადგურებას. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რეზერვისტების გამოძახება ორ კვირაში დასრულდება, ხოლო შემდგომი მობილიზაცია გეგმებში არ შედის. „მასიური დარტყმების აუცილებლობა არ არის. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე. მერე კი მომავალი გვიჩვენებს!“ – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.