პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძღვანელი გიორგი ფხაკაძე:
“ახლა საქართველოში იგივე ვითარებაა, როგორიც ბევრ ღარიბ ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ მძიმე პოლიტიკური ვითარებაა. პოლიტიკოსები ცდილობენ აჩვენონ, რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ასე არ არის. მოსახლეობის 90% უნდა ავცრათ, რომ შეგვეძლოს თავი უსაფრთხოდ ჩავთვალოთ.
მიუხედავად რთული ეპიდვითარებისა, მსხვერპლის ზრდა მოსალოდნელი არ არის, რადგან ახლა უკვე ვიცით როგორ ვმართოთ ეს ვირუსი.
მინდა მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანს, რომელიც მნიშვნელოვნად დაეხმარა საქართველოს კორონავირუსის მეორე ტალღის დროს. ჩვენ პრაქტიკულად გადავრჩით თქვენი ქვეყნის წყალობით. გასული წლის ნოემბერში, როდესაც დღეში შვიდი ათასამდე ინფიცირებული გვყავდა, აზერბაიჯანმა ჟანგბადი მიაწოდა საქართველოს საავადმყოფოებს. აზერბაიჯანიდან მოწოდებული ჟანგბადი რომ არ ყოფილიყო, საქართველოში ძალიან მაღალი სიკვდილიანობა იქნებოდა”
კომენტარები