საყურადღებო განცხადებაა – ასე აფასებს “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, დავით სერგეენკო, თბილისის ცენტრში მოკლული მოზარდის, დათუნა სარალიძის, მამის მიერ “ტვ პირველის” ეთერში გაკეთებულ განცხადებას.
საუბარია ზაზა სარალიძის ხმაურიან ინტერვიუზე, რომლის მიხედვითაც, ირაკლი ღარიბაშვილის კრიტიკის შემდეგ, მას შვილისა და ცოლის გაუპატიურებით დაემუქრნენ.
“საყურადღებო განცხადებაა. მე ამის შესახებ გუშინ გავიგე, ალბათ აღიძვრება საქმე. რა თქმა უნდა საყურადღებო განცხადებაა და რაღაც ზომები უნდა მიიღონ”- თქვა სერგეენკომ.
“მემუქრებოდნენ ცოლის და შვილის გაუპატიურებით” – თქვა შვილმკვდარმა მამამ “ტვ პირველისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
ირკვევა, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის ოჯახს პრემიერ-მინისტრის ახლო გარემოცვა ემუქრება და აგინებდა.
შვილმკვდარმა მამამ მუქარის დამადასტურებელი დოკუმენტები სამკვირიანი ლოდინის შემდეგ გაასაჯაროვა.
ე.წ. სქრინების მიხედვით, სარალიძეს ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ლექსო თამაზაშვილი და ძალოვანი უწუყების მაღალჩინოსანი, დიმიტრი ხუმარაშვილი, ემუქრებიან.
კომენტარები