ყოფილმა პრემიერმა მომავალი პრემიერის ყოფილი პოსტი დაიკავა – “ერთხმად დამტკიცებულია”

207 “ქართულმა ოცნებამ” თავმჯდომარედ უკვე ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი დაამტკიცა. გადაწყვეტილება ყრილობაზე ცოტა ხნის წინ მიიღეს. პარტიის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, რომელიც პრემირად წარადგინეს, განაცხადა: როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილია ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა. ერთხმად დამტკიცებულია თავმჯდომარის პოსტზე ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა.