“ყირიმსა და დონბასზე უკრაინის დათანხმება შეუძლებელია, უკრაინა და რუსეთი 6-დან 4 პუნქტზე შეთანხმებას უახლოვდება – ერდოღანი

424 თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთ-უკრაინის ომის გადამწყვეტ საკითხებზე შეთანხმებას უახლოვდებიან. “ჩემთვის, როგორც ცნობილია, NATO-ზე, განიარაღებაზე, კოლექტიურ უსაფრთხოებასა და ტექნიკურ ინფრასტრუქტურაში რუსულის ოფიციალურ ენად გამოყენებაზე შეთანხმებას უახლოვდებიან, თუმცა, ისევ არსებობს ყირიმისა და დონბასის საკითხი, რაზეც უკრაინის დათანხმება შეუძლებელია”. – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.