“ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა
499მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში, პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით, კონსულტაციები დასრულდა – “ქართულმა ოცნებამ” კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. შეგახსენებთ, რომ უკვე განსაზღვრულია არჩევნების დღე – 14 დეკემბერი, ინაუგურაცია კი 29-ში შედგება. პირველად საქართველოს ისტორიაში, პრეზიდენტს აირჩევს 300 წევრისგან შექმნილი საარჩევნო კოლეგია, რომლის ნახევარსაც პარლამენტის დეპუტატები წარმოადგენენ. კოლეგიაში შედიან ასევე თვითმმართველობებისა და აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები.
დააკოპირეთ და ჩასვით ეს მისამართი თქვენს WordPress-საიტზე
დააკოპირეთ და ჩასვით ეს კოდი თქვენს საიტზე