პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოიწვია

208 “მთავარი არხის” ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოიწვია –  პრეზიდენტის განკარგულება რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე პარლამენტში უკვე შევიდა და დეპუტატებს გადაეგზავნა. განკარგულებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, მოწვეულ იქნას პარლამენტის რიგგარეშე სესია 18 ივლისიდან.