პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა და არის მსხვერპლიც – უცხოური მედია

135 პოლონეთში, პრჟევოდოვში, ჰრუბიესოვის რაიონში, 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რამაც 2 ადამიანი იმსხვერპლა – ინფორმაციას პოლონური მედია Twitter-ზე ავრცელებს. ცნობილია, რომ შემთხვევის ადგილი, უკრაინის საზღვრიდან 5 კილომეტრში მდებარეობს. ზოგიერთი გამოცემა წერს, რომ მარცვლეულის საშრობში აფეთქება მოხდა. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლონეთის პრემიერმინისტრმა მორავიეცკიმ და პრეზიდენტმა დუდამ ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს კრიზისული სხდომა მოიწვიეს.