Pfizer-ის და Moderna-ს ვაქცინა ჩვენი ქვეყნისთვის მისაღები არ არის – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის და Moderna-ს ვაქცინა საქართველოსთვის ხელსაყრელი არ არის, რადგან მის შენახვას -80 გრადუსიანი მაცივარი სჭირდება. 

თენგიზ ცერცვაძეს საქართველოსთვის შესაფერისად AstraZeneca-ს მიერ შექმნილი ვაქცინა მიაჩნია.

„ის ორი ვაქცინა, რომელიც დღეს ყველაზე ფართედ იხმარება ამერიკაში, გერმანიაში და ინგლისში, Pfizer-ის და Moderna-ს, ჩვენთვის არ არის მისაღები და მისი გამოყენება ხელსაყრელი. იმიტომ, რომ ის საჭიროებს ძალიან რთულ ლოჯისტიკას -80 და -20 გრადუსზე უნდა იყოს ის შენახული. ეს ჩვენნაირი ქვეყნებისთვის მიუწვდომელია, სად არის საშუალება იმისი, რომ ყველა რაიონში და ყველა პოლიკლინიკაში -80-იანი მაცივრები იყოს. ეს ამერიკასაც კი უჭირს, ინგლისს და გერმანიას, იქაც კი შეექმნათ პრობლემები.

ყველზე შესაფერისად მიმაჩნია, ოქსფორდის უნივერსიტეტის და შვედური ფირმა AstraZeneca-ს მიერ შექმნილი ვაქცინა, რომელიც არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ რეჟიმს“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ „ფორმულას“ ეთერში.

  •  
  •  

4 Comments

  1. ანონიმური

    წადი, შე აფერისტო

  2. ანონიმური

    მაჭუტაძე და ოქრიაშვილი ხომ გყავს მაგარი

  3. მარტივი ლოგიკა

    რა ვაქცინა გინდათ?, ცაში აიხედეთ რა. მამალი ცას უყურებს და სვამს წყალს. ჩვენ კი ყოველ მეორე დღეს მაინვ, თვითმფრინავებიდან გვაფრქვევენ ათასგვარი ქიმიური მომწამვლელი ელემენტების აჯაფსანდალს…ცაში ახიდეთ ჯერ და შედეგ ისაუბრეთ ათასგვარ სისულელე “ვაქცინებზე”, რა.

  4. ანონიმური

    თქვენ უკეთ იცით ბატონებო, გენდობით

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.