„პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში“ – პენიტენციური სამსახური

26 პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოშია გადაყვანილი: „ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით.“